|
2017-07-06 20:39:59, 2904 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ რუსეთს „გაუპრავა“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უშიშროების საბჭო ის ადგილი არ არის, სადაც მცოცავი ოკუპაციის მსგავს საკითხებს განიხილავენ. მდინარაძის შეფასებით, მცოცავ ოკუპაციაზე უშიშროების სხდომის მოწვევის თაობაზე დაყენებული მოთხოვნა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა. „უშიშროების საბჭო ის ადგილი არ არის, სადაც მსგავს საკითხებს განიხილავენ. ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა. როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ ახალი ბანერები არ არის დამონტაჟებული. სამწუხაროდ, იგივე საზღვრებში ასეთი ბანერები იყო და დღეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობა ისე აქტიურად არის გაჩაღებული, რომ მსგავსი არასოდეს ყოფილა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ მსგავს ფაქტებს არ შეეგუოს. აქედან გამომდინარე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს იმას, რომ საქართველო ოკუპაციის არანაირ ფორმას არ შეეგუოს. ეს არის ჩვენი ოკუპანტის დღის წესრიგი, რომელსაც საერთაშორისო ყველა მექანიზმი უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენ ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ რუსეთს „გაუპრავა“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)