|
2017-07-06 17:59:32, 2081 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კახი ძალიან კარგი მერი იქნება
„როგორც პრემიერმა აღნიშნა და მეც ვუერთდები მის გამონათვამს, კახი კალაძე გაიმარჯვებს აბსოლუტურად გამჭვირვალე და კონკურენტულ ბრძოლაში თბილისის მერის პოსტის დასაკავებლად. მე პირადად ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ კახი იქნება ძალიან კარგი მერი. ის კარგი ორგანიზატორია და ქალაქს ძალიან გამოადგება,“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კახი კალაძე, როგორც მთავრობის წევრი, ბოლოჯერ მონაწილეობდა. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე დაესწრო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახი კალაძის 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშსსახელწოდებით „ენერგეტიკული (რ)ევოლუცია“. კახი კალაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატია თბილისის მერის პოსტზე, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები და გატარებული რეფორმები შეაჯამა. ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აგრეთვე მთავრობის წევრები და ენერგეტიკული წრეების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)