|
2017-07-06 16:24:16, 2168 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა - „ევროპარლამენტში ჩვენს მეგობრებთან საინტერესო შეხვედრა შედგა“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სოციალისტური პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, მის ძირითად არსსა და არგუმენტებს. „სოციალისტების პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, განვიხილეთ რეფორმები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. შევეხეთ სხვადასხვა რეფორმას, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმას. ევროპარლამენტში ჩვენს მეგობრებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)