17:51 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 17:30:46, 349 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბადაშვილისა და ირმა ინაშვილის შეხვედრა დასრულდა

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა პროკურატურაში გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შეხვედრა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, გიორგი ბადაშვილი მუზეუმებიდან დაკარგული ნივთების საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაში უახლოეს მომავალში შევა.
 
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. გიორგი ბადაშვილი დაინტერესდა მუზეუმებიდან გამქრალი ნივთებით და გვითხრა, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ მოწმის სახით დაკითხვაზე. გიორგი ბადაშვილმა ასევე გვითხრა, რომ გამოძიება ინტენსიურად გაგრძელდება. ჩვენ ველოდებით მოვლენების განვითარებას და შემდეგ მოგახსენებთ, თუ რა ფაზაში იქნება თავად გამოძიება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის ორგანიზატორმა და „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს მუზეუმებიდან დაკარგულია ნივთები, რომლის შესახებაც მათ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რათა გამოძიება დაწყებულიყო. მისივე ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო, თუმცა აღარ გაგარძელებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics