11:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 15:00:53, 2691 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: მჯერა გუნდის და თბილისელების თანადგომის - ნათქვამია, „მარტო კაცი ჭამაშიც არ ვარგაო“

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერობის არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს, რათა დედაქალაქი წარმატებული იყოს. 

კალაძის თქმით, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

„გუნდის ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარმადგინა თბილისის მერობის კანდიდატად. მინდა გითხრათ, რომ თბილისის მერობის არჩევის შემთხვვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი წარმატებული იყოს. მჯერა გუნდის და თბილისელების თანადგომის, რადგან ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაშიც არ ვარგაო და ამ ერთობით, ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც აწუხებს დღეს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს“, - განაცხადა კახი კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად 1 ივლისს წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics