|
2017-07-06 14:07:06, 2453 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: კაპიტალური პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი პროცედურები მკაცრად კონტროლდება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 4-პუნქტინი გეგმის ფარგლებში, ახორციელებს ამბიციურ და მნიშვნელოვან ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა. „აღნიშნული რეფორმების დასაფინანსებლად, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, აუცილებელია დაგეგმილი კაპიტალური პროექტების მაქსიმალურად ეფექტიანი შესრულება. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მნიშვნელოვანია დაგეგმილი შესყიდვების დროულად განხორციელება. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაგეგმილი შესყიდვების ფარგლებში საიმპორტო საქონლის დროული შესყიდვა, მსგავსი შესყიდვები მიზანშეწონილია დასრულდეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის III კვარტალში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო, სახაზინო სამსახური, ახორციელებს მონიტორინგს მიმდინარე წლის ბიუჯეტების შესრულებაზე, მათ შორის, მკაცრად კონტროლდება კაპიტალური პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი პროცედურები პროექტის შესრულების ყველა ეტაპზე და ყოველდღიურ რეჟიმში. „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, როგორც მიმდინარე, ასევე კაპიტალურ ხარჯებს, პრემიერ-მინისტრი ყოველკვირეულად იბარებს აღნიშნულის შესახებ ანგარიშს. მთავრობაზე გვაქვს დეტალური განხილვები და მთავრობის ყველას წევრს ძალიან კარგად აქვს გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარჯვით ნაწილში 100%-იანი შესრულება. ამ მიმართულებით მესამე კვარტალში ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ გეგმა 100%-ით შესრულდება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან ასევე, მოუწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ თუ რომელიმე მუნიციპალიტეტს აქვს ჩამორჩენა ხარჯების მიმართულებით, ეს უნდა აღმოფხვრას უმოკლეს ვადაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)