|
2017-07-06 13:14:34, 2629 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 6 თვის გეგმა 100%-ით შესრულდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 6 თვეში შეადგინა 5 315,0 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 95%, ხოლო წლიური გეგმის 46,6%-ია. მისი თქმით, გასული წლის 6 თვესთან შედარებით გაწეული ხარჯი 13,4%-ით მეტია (629,8 მლნ ლარი), ხოლო კაპიტალური ხარჯები გაზრდილია 41,3%-ით (266,3 მლნ ლარი) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების 100%-იანი მაჩვენებელი. 6 თვეში სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 582,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 223,7 მლნ ლარით (62,4%-ით) მეტია, ხოლო 2017 წლის წლიური გეგმის 46,3%-ია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში გასულ წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი შემცირებულია 27,7 მლნ ლარით. მუნიციპალიტეტების ჩათვლით შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შემცირებულია 36,0 მლნ ლარით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)