|
2017-07-06 13:07:51, 2422 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოზარ სუბარი: რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა, ახალი ოკუპაციაა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საზღვრების გადმოწევა და ოკუპაცია ყველაზე მტკივნეული თემაა, თუმცა მიაჩნია, რომ ის არასწორ კონტექსტში შუქდება ხოლმე. „ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში, ოკუპაციას წერტილი დაესვა 2008 წელს. ამას ვივიწყებთ და რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა, ახალი ოკუპაციაა, ეს ოკუპაცია მოხდა, რუსეთი არის ოკუპანტი, და ეს ოკუპაცია რომ დავამთავროთ, ამისთვის არსებობს ორი გზა, პირველი - საქართველო გახდეს ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც გახდება დასავლური სამყაროს ღირსეული წევრი და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შანსი, გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და აუცილებლად აღდგება ჩენი ტერიტორიული მთლიანობა. მეორე გზა, ეს არის, გვქონდეს უფრო მეტი ატომური ბომბი, გვყავდეს უფრო მეტი ტანკი, უფრო მეტი თვითმფრინავი, ვიდრე რუსეთს აქვს, და ძალით დავუბრუნოთ, ვერ მოხდება ეს და არ მოხდება. ამიტომ, როდესაც საუბარია საზღვრის გადმოწევაზე, 200 მეტრით, 700 მეტრით, 10 ჰექტარით, თუ 15 ჰექტარით, ეს გადმოწეულია რამდენიმე ათეული კილომეტრით 2008 წლის შემდეგ, ოკუპაცია უნდა დავასრულოთ, ვსაუბრობთ არა მეტრებზე, არამედ მთლიანად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე, რომელის საზღვრები აღადგინა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომის წინ, ვსაუბრობთ, მთლიანად აფხაზეთზე, თავის კოდორის ხეობიანად, რომელიც ასევე 2008 წელს ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს, რომელიც მანამდე შეინარჩუნა იქაურმა მაცხოვრებელმა კოდორელებმა და ეს უნდა დამთავრდეს და ყოველი ბანერის დადგმით რაიმე ახალი თვისობრივად არ იცვლება“,-განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, საზღვრების გადმოწევის პრობლემის ირგვლივ ყოველდღიურად ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება და შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება: „ჩვენი გზა არის ჩვენი ინტეგრაცია ევროპაში, ევროატლანტიკურ სივრცეში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება, რომ ერთ მშვენიერ დღეს დადგეს დრო, როდესაც აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც გამთლიანდა გერმანია. საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება გაკეთებულია და ყოველდღიურად ხდება, და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამაზე მეტს რომელიმე ევროპული ქვეყანა გამოვა და დააჭერს ატომურ ღილაკს ხელს, რაკეტას გაუშვებს- ეს არ მოხდება. მაქსიმალური მუშაობა ხდებa ყოველდღიურად. ავტომაგისტრალთან 2008-ში რომ მოახლოვდნენ, ისევ იქ დგანან, თუ შეგვიძლია დავახევინოთ, დავახევინოთ, მაგრამ ჩვენი გზაა ქვეყნის განმტკიცება, გვაქვს რამე სხვა გზა?”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)