|
2017-07-06 12:25:31, 2545 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოზარ სუბარი: არჩევნების გაყალბება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2012 წელს დამთავრდა
„არჩევნების გაყალბება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2012 წელს დამთავრდა, მას შემდეგ მსგავსი რამ არ ყოფილა და არც მომავალში მოხდება”,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტებს, მინისტრის თქმით, მსგავსი შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება და მთავარია, რომ მათ სათანადო პასუხი გაეცა: „ სტანდარტი, რომელიც შეიქმნა არის უაღრესად მაღალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადებებისა, მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნები იყო ყოველთვის ნათელი, გამჭვირვალე, სამართლიანი, იყო ინციდენტები, რაც ხდება არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველა ქვეყანაში. ამ ინციდენტებზე ყოველთვის გაეცა ძალიან მკაცრი, სათანადო პასუხი და გათვალისწინებული იქნება, რომ მომავალში ეს არ მოხდეს . ამის ნათელი მაგალითი იქნება არჩევნები, რომელიც ოქტომბერში გველოდება”,-აღნიშნა სუბარმა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)