|
2017-07-05 14:28:53, 2668 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ფიქრია ჩიხრაძე: ირაკლი კობახიძეს აკვიატებად აქვს, პრეზიდენტს თავისი პოზიციის სისწორე უმტკიცოს
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს აკვიატებად აქვს, პრეზიდენტს თავისი პოზიციის სისწორე უმტკიცოს. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გააცნობიეროს, რომ უნდა შედგეს ყველა პოლიტიკური მხარის შეთანხმება. „თუ ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარისგან ვისმენთ ასეთ განცხადებას, რომ მზად არის დიალოგი გაგრძელდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, უნდა მივიღოთ ასეთი რეალობა - პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით პარლამენტში, უნდა გაჩერდეს და შეიქმნას დიალოგისთვის ახალი ველი და იყოს სვლა თანხმობისკენ და კონსენსუსისკენ. რაც შეეხება ამავე თემაზე ისევ პრეზიდენტის გამოწვევას დებატებში და საკუთარი პოზიციების სიმტკიცეში, საზოგადოების დარწმუნებას, ამ განცხადებასთან აშკარად არაადეკვატურად გამოიყურება, იმიტომ, რომ ერთია დიალოგისკენ სვლა და მეორე, რომ ირაკლი კობახიძეს აკვიატებად აქვს, რომ პრეზიდენტს უმტკიცოს თავისი პოზიციის სისწორე. მთელმა ამ პროცესმა დაანახა, რომ შეიძლება კობახიძეს ჰქონდეს თავისი პოზიცია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავისი პოზიცია და პრეზიდენტს თავისი პოზიცია, მაგრამ ეს პოზიციები კი არ არის მნიშვნელოვანი, თანხმობა რაზე შედგება, ის არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა გააცნობიეროს უპირველეს ყოვლისა პარლამენტის თავმჯდომარემ და არა მცირე-მცირე სკანდალების შექმნით გავიდეს ფონს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)