09:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 12:07:24, 2554 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რურუა: ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც სპიკერის პოზიცია უკავია, არ ესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა, უვიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის ისტორია არ იცის და ვერ ხვდება, რომ კონსტიტუცია ერთი პარტიის წესდება არ არის.

როგორც რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ერთადერთი გამოსავალი პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის განხილვის შეჩერება და საკონსტიტუციო პროცესის თავიდან დაწყებაა.

რურუას განცხადებით, კომპრომისი ოპოზიციამ კი არ უნდა შესთავაზოს, არამედ კომპრომისი ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, რომელმაც „ოლიგარქიული, ყოვლად უვარგისი კონსტიტუციის მოდელი სცადა მოეხვია საზოგადოებისთვის თავზე“.

„საზოგადოებამ ეს არც მიიღო და არც მიიღებს. კომპრომისი ამ წუთას არის ერთი რამ - მთელი პროცესი დაიწყოს თავიდან. თუ იქნება ნება და მიხვდება ივანიშვილი, რომ ამ კონსტიტუციას არ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან ეს არის ერთი პარტიის მიერ ხელების გრეხვით შექმნილი და მიღებული, ყველაფრის დაწყება შეიძლება თავიდან.  მთავარი არის ნება, რომელიც არ ეტყობა ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც უჭირავს სპიკერის პოზიცია. მას თავიდან ბოლომდე არ ესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა. ის არის უვიცი“,-განაცხადა ნიკა რურუამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics