09:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 17:59:17, 2322 ნახვა

სამართალი კომენტარი
მამალაძის ადვოკატი: ისეთი ექსპერტიზა ჩატარდა, რომელიც იარაღზე დნმ-ის კვალის არსებობას იმთავითვე გამორიცხავდა

მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დროს, დეკანოზის სახლიდან ამოღებული იარაღი სპეციალური ხსნარით და ტამპონების გამოყენებით დამუშავდა.

შესაბამისად, როგორც ადვოკატმა განმარტა, იარაღზე არსებული ყველა კვალი წაიშალა.

„დღეს დაიკითხნენ ექსპერტები იარაღის ნაწილში. ერთმა ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც თქვა, რომ იარაღი იყო საბრძოლო მდგომარეობაში. თუმცა, აქვე ჩატარდა ექსპერტიზა, რომელსაც უნდა მოეძებნა იარაღზე რაიმე ნომერი ხომ არ იყო დაფიქსირებული, რის გამოც, ექსპერტმა პრაქტიკულად მთლიანი იარაღი დაამუშავა სპეციალური ხსნარით და სპეციალური ტამპონების გამოყენებით. შესაბამისად, ამ იარაღზე არსებული ყველა კვალი წაიშალა. რაიმე დნმ-ის კვალი რომ ყოფილიყო იარაღზე, მას შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ამ კვალის აღმოჩენა. დაცვის მხარეს რომც ჰქონოდა სურვილი, ჩაეტარებინა ექსპერტიზა, ვეღარ დადგინდებოდა ამ იარაღის შემხებლობა იმ აგენტ პროვოკატორთან. ვგულისხმობ ირაკლი მამალაძეს. ვერც სხვა იმ პირების შემხებლობა და კვალი აღმოჩნდებოდა, ვისაც შეიძლებოდა ამ იარაღთან რაიმე შემხებლობა ჰქონოდა. ისეთი სახის ექსპერტიზა ჩატარდა, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა ამ იარაღზე დნმ-ის კვალის არსებობას. აღარაფერს ვამბობ თითის ანაბეჭდის კვალის არსებობის შესახებ“, - აღნიშნა პაატა მეხრიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics