|
2015-04-21 17:08:27, 405 ნახვა
პოლიტიკა
იაპონიაში საქართველოს სახელი „გურუჯია“-ს მაგივრად ოფიციალურად „ჯორჯია“ გახდა
იაპონიაში ხვალიდან საქართველოს ოფიციალური სახელწოდება „ჯორჯია“ (jyo-ji-a) იქნება. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა (ქვედა) პალატამ მ.წ. 14 აპრილს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ოფიციალური დასახელება იაპონურად „გურუჯია“-ს მაგივრად „ჯორჯია“-თი შეიცვალა. ცნობისთვის, 2009 წელს ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილება იაპონიის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2014 წლის შემოდგომაზე მიიღო და ცვლილება დასამტკიცებლად იაპონიის საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ გადაწყვეტილება პირველად იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე გაახმოვანა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)