|
2017-07-03 18:14:23, 2419 ნახვა
კომენტარი
მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პუტინის მრჩეველი, მიხეილ შვიდკოი მასთან შეხვედრას ითხოვდა
საქართველოს კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პუტინის მრჩეველი, მიხეილ შვიდკოი მასთან შეხვედრას ითხოვდა. თუმცა მინისტრის განმარტებით, გადატვირთული გრაფიკის გამო, ეს შეხვედრა ვერ შედგა. "შეხვედრა ნამდვილად არ მქონია. მან შეხვედრა მთხოვა, გაცნობის მიზნით, თუმცა შეხვედრა არ დამიდასტურებია და არც შევხვედრილვარ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, შვიდკოი საქართველოში აღარ იმყოფება, წარმოდგენა არ მაქვს რაზე უნდოდა საუბარი, როგორც გადმომცეს, გაცნობის მიზნით, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. თუ სადმე მომიწია მასთან შეხვედრა არ მოვტრიალდები და არ გავიქცევი ნამდვილად, მით უმეტეს მას, როგორც კულტურის მოღვაწეს ისე უნდოდა ჩემი გაცნობა. თუ სადმე შემხვდება, აუცილებლად გავიცნობ როგორც კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელს", - განაცხადა გიორგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)