|
2017-07-03 14:09:44, 2270 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ბესელია: უზნეობად მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს დივიდენდების მოგროვებას იწყებენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ე.წ. ელიავას ბაზრობის დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძართან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. "ყველაზე მნიშვნელოვანი დაშავებული და დაზარალებული ადამიანის შველაა. სრულიად უზნეობად მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოგროვებას. ხდება პოლიტიკური მანიპულაცია. პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დაცლილი მორალური მხარისგან, მესმის კანდიდატების მძაფრი სურვილი, რომ ასეთი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ მაგრამ მერწმუნეთ, რომ ასეთი რამ საზიანოდ მოქმედებს. როდესაც ადამიანს უჭირს და შენ შენი ინტერესებით პროცესში ერთვები, ეს არის სრულიად მიუღებელია", - განაცხადა ბესელიამ. მისივე თქმით, მთავარია, რომ დროულად მოხდეს დაზარალებულების დახმარება და გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)