|
2017-07-01 13:53:43, 2478 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: კახა კალაძე თბილისს დიდ წარმატებას მოუტანს, მას ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კახი კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე უალტერნატივოა. მდინარაძე დარწმუნებულია, რომ კალაძე წარმატებული მერი იქნება, რადგან მას ამის პოტენციალი აქვს. „ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ის იყო წარმატებული სპორტში, ენერგეტიკაში და ყველა სფეროში, სადაც კი, ის იყო ზოგადად, ისეთივე წარმატებული იქნება თბილისის მერის თანამდებობაზე და თბილისი იქნება საერთოდ ახალი ბრენდი. თბილისს ეს ადამიანი დიდ წარმატებას მოუტანს, რადგან მას ამის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია“, - აღნიშნა მდინარაძემ. რაც შეეხება საარჩევნო შტაბის უფროსს, დეპუტატის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაციას არ გავახმოვანებთ, რადგან მიდის მსჯელობა. უახლოეს დღეებში შტაბის დაკომპლექტების შესახებ ინფორმაცია გექნებათ. კანდიდატები რა თქმა უნდა არსებობენ და მათ შესახებ მომდევნო დღეებში გაიგებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)