12:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 15:12:45, 428 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: შავლიაშვილის გადადგომა მეწყინა, თუმცა მას თანამდებოაბზე დარჩენას ვეღარ დავაძალებდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრი დავით შავლიაშვილი თანამდებობიდან მართლაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შავლიაშვილს თანდაყოლილი დაავადება აღმოაჩნდა და გადადგომის თხოვნით, ბოლო 4 თვის განმავლობაში მას  რამდენჯერმე მიმართა. თუმცა, პრემიერის თხოვნით, შავლიაშვილმა ამ დრომდე პოსტი არ დატოვა.

რაც შეეხება უშუალოდ მინისტრის საქმიანობას, პრემიერი ამბობს, რომ დავით შავლიაშვილი რისკიანი, ეფექტური მინისტრი იყო, რომელსაც რთული გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირდა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დავით შავლიაშვილის გადადგომა ეწყინა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თანამდებობაზე დარჩენას ვეღარ სთხოვდა.

"მართლაც დღეს დილით მომმართა დავით შავლიაშვილმა.  მიზეზია ის, რომ მას აღმოუჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება თანდაყოლილი როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დეკემბერში გამოვლინდა პირველი შეტევა. მე დაახლოებით ბოლო 4 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მომმართა თხოვნით, რომ გადამდგარიყო.მაგრამ ვინაიდან საქართველოში იყო საკმაოდ რთული ვითარება, ახალი გამოწვევებიდან,ლარის დევალვაციიდან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ პირველი კვარტალი დასრულებულიყო ძალიან წარმატებულად, და სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო.არ გადამდგარიყო.პირველი კვარტალი მან მართლაც წარმატებით დაასრულა.107%-იანი შესრულებული ჰქონდა მის სამინისტროს, სწორედ მისი დამსახურებაა ეს.მანამდე წელი დაასრულა 97%-იანი შესრულებით,  არ დაფიქსირებულა ასეთი შედეგები ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო მისი ეფექტიანობა, ის იყო რისკიანი მენეჯერი, ეფექტური კადრი იყო, რომელსაც რთული გადაწყვეტილებების მიღებაც კი არ უჭირდა, მაგრამ როგორც ჩანს,ამ თვეების განმავლობაში გაურთულდა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძალიან სტრესული სამუშაოა.მძიმე შრომაა სამინისტროში. მიუხედავად  იმისა, რომ მეწყინა მისი გადადგომა, მე მას ვეღარ დავაძალებდი, ვეღარ ვთხოვდი, რომ დარჩენილიყო და გაეგრძელებინა მუშაობა.იმიტომ, რომ ეს მის ჯანმრთელობას შეეხება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics