23:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 11:19:43, 687 ნახვა

სამხედრო
იზორია: ჩვენ ვრჩებით და ვაძლიერებთ ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ჩვენს კონტრიბუციას

ბრიუსელმა, ნატოს შტაბ-ბინაში მორიგ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბელგიის სამეფოში მინისტერიალზე დასასწრებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა.

ლევან იზორიამ ყურადღებას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის,  როლზე გაამახვილა.

 მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება და ინარჩუნებს ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას.

 „870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე  საერთაშორისო მისიის ფარგლებში ავღანეთში მსახურობს. ჩვენ იგივე რაოდენობით გავაგრძელებთ მომავალშიც ამ კონტრიბუციას, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად  უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე უზრუნველვყოთ. დღეს გლობალურ სამყაროში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს ნიშნავს და განსაკუთრებით ნატოს ეგიდით ამ ნაბიჯების გადადგმა  საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას, ნატოსთან მეტ თავსებადობას“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიამ  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა  მიიღო, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრები შვედ და ფინელ კოლეგებთან - პიტერ ჰულტქვისტთან და იუსი ნიინისტოსთან გამართა, სადაც გადაწყდა, რომ ორივე მინისტრი საქართველოს სექტემბერში ეწვევა.

 ნატოს შტაბ-ბინაში ლევან იზორია ლიტვის თავდაცვის მინისტრს რაიმუნდას კარობლისსაც შეხვდა.

ლიტველი კოლეგის მიწვევით, ლიტვის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიგეგმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics