07:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 20:04:37, 2654 ნახვა

სამართალი საზოგადოება კომენტარი
პროკურორი: ჭკადუამ დაკითხვისას განაცხადა, რომ დეკანოზი ცდილობდა შეეძინა ციანიდი, რათა მკვლელობა განეხორციელებინა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმემ, ირმა ჭკადუამ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე ცდილობდა შეეძინა ციანიდი და ირაკლი მამალაძეს სთხოვა, ამისათვის დახმარება, რათა მკვლელობა განეხორციელებინა.

"მას შემდეგ რაც, ამაში დარწმუნდა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მიემართა სამართალდამცველი ორგანოებისთვის. ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, დაცვის მხარე ყოველთვის აპელირებდა თითქოს და ირაკლი მამალაზე არის პროვოკატორი, ცდილობდა პროვოცირებას გიორგი მამალაძესთან, რათა დაესმინა პოლიციაში. დაკითხულმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ მათი ინიციატივით მიმართა ირაკლი მამალაძემ სამართალდამცავ ორგანოებს. მანამდე სურვილი არ ჰქონდა",- აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს კიდევ ერთი ადვოკატი ლილი გელაშვილი დაიკითხა, რომელმაც ასევე ურჩია ირაკლი მამალაძეს სამათალდამცველი ორგანოებისთვის მიემართა.

მომდევნო სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით 4 ივლისს 11:00 განახლდება 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics