|
2017-06-29 18:10:28, 2589 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: ხელისუფლებას მოვუწოდებ, დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან, შევთანხმდეთ დოკუმენტზე, რომელსაც ლეგიტიმაცია ექნება
ქვეყანაში არის კრიზისი და ხელისუფლებას მოვუწოდებ, დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან, შევთანხმდეთ ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის ლეგიტიმაციამ კითხვის ნიშნები არ უნდა გამოიწვიოს. „პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში არის კრიზისი. ფიქრი უნდა დავიწყოთ იმაზე, როგორ ავიცილოთ კრიზისი და არა იმაზე, როგორ გავამწვავოთ უფრო ვითარება. ორი მოსმენით მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ასევე ახლა მუშაობს პარლამენტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, რაც სრულიად აზრს უკარგავს საარჩევნო პროცესს ქვეყანაში, ამიტომ ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ხელისუფლებისადმი, რომ უნდა დავიწყოთ ნულიდან ყველაფერი, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, რაღაცას დათმობს ხელისუფლება, რაღაცას ოპოზიცია და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ დოკუმენტზე, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია, რომელიც არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა ცნობისთვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოსა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინაროებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)