22:11 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 17:48:14, 2227 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია სომხეთის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ და კარენ კარაპეტიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და განიხილეს ის მნიშვნელოვანი გეგმები, რომლებიც ორი ქვეყნის მთავრობების ძალისხმევით სავაჭრო ბრუნვის, ტურიზმის, ექსპორტის გაზრდის, ერთობლივი საწარმოების შექმნისა და პროდუქციის მესამე ქვეყნებში ბაზრებზე წვდომის მიმართულებით მუშავდება.

გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არამხოლოდ ორმხრივი, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მიმართულებითაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორივე ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო საკითხებზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და სომხეთს  შორის არ არსებობს რაიმე პოლიტიკური სირთულე, ძირითადი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ ეკონომიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი კომპანიების ურთიეთთანამშრომლობის გაძლიერებას, ვაჭრობის განვითარებას, ჩვენი კომპანიების მიერ საერთო წარმოებების შექმნას მესამე ბაზრებზე წვდომისთვის, ტურიზმის, ლოგისტიკური მიმართულებების, მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას და ა.შ.  რეალურად, ჩვენ ვქმნით უწყებათაშორის ურთიერთობის განვითარების ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელმაც კერძო ბიზნესს უნდა შეუქმნას საფუძველი, ურთიერთთანამშრომლობით გააღრმავონ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კარენ კარაპეტიანთან გამართულ შეხვედრას გიორგი გახარიასთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics