07:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 17:29:15, 2467 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ნატო-ში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია

"ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად თანმიმდევრულად და სწორად მივდივართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზაზე", - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია.

„ვფიქრობ რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად თანმიმდევრულად და სწორად მივდივართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზაზე. რუსეთმა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის არჩევანი და მეორეს მხრივ არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ევროპული საქართველო, ნატოში გაწევრიანებული საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი სტაბილური საქართველო რეგიონში უსაფრთხოების გარანტია და მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების გარანტიც", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ისეთ ფორმას იღებს, რომ ფაქტობრივად, ოფიციალური თბილისი ალიანსის რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილე ხდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics