07:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 14:25:22, 2262 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რატიანი „ოცნებას“: თქვენი ლოზუნგი - „სწრაფი განვითარება“ მახსენებს ლენინურ ლოზუნგს - „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან“

 „ჩვენ ქვეყანას დასჭირდა 4 წელიწადი იმისათვის, რომ თქვენ რაღაცა გესწავლათ. კარგია, რომ სწავლობთ, მაგრამ 4 წელი  ბევრია“, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა  „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

როგორც რატიანმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ბოლო რამდენიმე თვეა იმ კანონების უმრავლესობა გამოაქვს, რომელიც წინა წლებში დაშვებული შეცდომების რევიზიაა.

„გუშინ,  მაგალითად ნახევარი დღე მოვანდომეთ იმას, რომ  ორი კვირის წინ მივიღეთ რაღაცა კანონი  და დღეს  ვცვლით.  თქვენი ლოზუნგი -„სწრაფი განვითარება“, მაგონებს  ლენინურ ლოზუნგს „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“,-განაცხადა რატიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

„ფაქტობრივად, უნდა ვთქვათ, რომ თვითმმართველი ქალაქების  გაუქმება  არის უკან გადადგმული ნაბიჯი  როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.  იმიტომ რომ ევროპასთან, დასავლეთთან დაახლოება  და იმ სისტემის შემოღება სწორედ ნიშნავს თვითმმართველი ქალაქების განვითარებას. ეს არის ჩვენი ხსნა. გუშინ, გუშინწინ და მის  წინა მოსმენაზე ჩვენ მაგალითად გვესმოდა „ქართული ოცნების“ გამომსვლელის კრიტიკა, ისე კარგად  და ზუსტად აკრიტიკებდა, თქვენ მიერ მიღებულ კანონს, რომელიც  მიიღეთ სამი წლის წინ, მოვიხიბლე პირდაპირ. ყველა შეცდომები რაც დაუშვით ამ სამი წლის განმავლობაში, ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ მოვახერხეთ ისეთი საფუძვლიანი კრიტიკა როგორც ეს მოახერხეთ თქვენ. მართალია, ბიუროკრატია გაზარდეთ, სერიოზული პრობლემაა, სამი წლის განმავლობაში ფლანგეთ ეს ფულები. ის რომ გაყავით მუნიციპალიტეტები ეს იყო სისულელე. თქვენი გათვლებითაც სადღაც 40 მილიონამდე არის გაფლანგული.

ჩვენ ქვეყანას დასჭირდა 4 წელიწადი იმისათვის, რომ თქვენ რაღაცა გესწავლათ. კარგია, რომ სწავლობთ, მაგრამ 4 წელი  ბევრია. „უკაცრავად შეგვეშალა, მაგრამ 40 მილიონად ვისწავლეთ“, მაგრამ ძალიან ძვირი გვიჯდება ჩვენ. ერთი რამ უნდა გვქონდეს გააზრებული საქართველოში რეგიონული ცენტრების  განვითარება არის ხსნა. ამისთვის წინა წლებში ძალიან ბევრი გაკეთდა“,-განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics