|
2015-04-21 13:50:31, 564 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარი ჩატარდა
შსს-ს აკადემიაში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ორგანიზებით, ევროკავშირის ხელშეწყობით, ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე ორდღიანი სემინარი ტარდება. შსს-ს ინფრომაციით, სემინარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნეს. უწყების ცნობით, სემინარზე აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მართვის უწყებებმა ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიებაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები. სემინარის თეორიული ნაწილი და პრაქტიკული მეცადინეობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შერეული მიგრაცია, თავშესაფრის მიღების პროცედურები, საერთაშორისო დაცვის მექანიზმები, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა მონიტორინგი, UNHCR-ის მიერ შემუშავებული წესები მათი იდენტიფიცირების, დაკავებისა და უფლებების დაცვის სფეროში.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)