|
2017-06-29 09:38:22, 2627 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
გრიგორი კარასინი: საქართველო რუსეთის მიმართ ნატო-ს „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილე ხდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ისეთ ფორმას იღებს, რომ ფაქტობრივად, ოფიციალური თბილისი ალიანსის რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილე ხდება, - ამის შესახებ გრიგორი კარასინმა გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარასინმა აღნიშნა, ოფიციალური თბილისი "მანიაკალურად აგრძელებს მტკიცებას, რომ რუსეთის მიერაა ოკუპირებული". „სამწუხაროდ, მეზობლებთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, თბილისი მანიაკალური სიჯიუტით აგრძელებს მტკიცებას რუსეთის მიერ მათი ოკუპაციის შესახებ. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი ნატო-სთან შემდგომი დაახლოების მიზნით. სამწუხაროა, მაგრამ ამ საკითხში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არაფრით განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმის პოზიციისგან. მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად, თბილისს ნატო-ს რუსეთის „შეკავების” პოლიტიკის მონაწილედ ხდის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, მხოლოდ გასულ წელს საქართველოში სამჯერ გაიმართა მასშტაბური წვრთნები ნატო-ს წევრსაელმწიფოთა კონტიგენტის მონაწილეობით. „უკვე ზედიზედ, მეორე წელია ევროპიდან მძიმე ტექნიკის ოპერატიული გადასროლის დამუშავება ხდება. თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა და მასზე მიღებული დეკლარაცია ცხადად წარმოაჩენს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართ და სურვილს მოიპოვოს მტკიცე დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა კარასინმა. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრაა დაგეგმილი.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)