|
2017-06-28 17:25:13, 2478 ნახვა
ეკონომიკა
ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა ქართულ კომპანიებს თანამშრომლობა შესთავაზა
ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ ქართული კომპანიების ავღანეთის ბაზრებზე საქმიანობის შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა. შეხვედრა თბილისის სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე ავღანეთის ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა და იმ სექტორებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც შესაძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართულ ბიზნესთან. მათ შორის, საუბარი წარიმართა ენერგეტიკაზე, სამშენებლო სექტორზე, სატრანსპორტო გადაზიდვებზე და სხვ. მან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს ავღანეთში ქართული კომპანიებისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ მათ მიიღონ მონაწილეობა როგორც სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში, აგრეთვე იმ სამშენებლო პროექტებში, რაც ავღანეთში ხორციელდება. მინისტრმა ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა „ლაპის ლაზულის“ მარშრუტი, რომელიც გააერთიანებს ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მიმართული იქნება ტვირთბრუნვის გაზრდაზე აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით ევროპასა და აზიას შორის. ავღანეთის ფინანსთა მინისტრი აგრეთვე გამოვიდა ინიციატივით, საქართველოსა და ავღანეთს შორის ერთობლივი ბიზნეს-საბჭო ჩამოყალიბდეს, რომელიც ორივე ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს კავშირების დამყარებასა და შემდგომ განვითარებაში დაეხმარება. (NS)
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)