|
2017-06-28 13:30:07, 2594 ნახვა
მსოფლიო
Washington Post: ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიისგან 17 მილიონი დოლარი მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა 2012-2013 წლებში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიისგან წინასაარჩევნო პროგრამის შედგენის სანაცვლოდ, 17 მილიონი დოლარი მიიღო, - ამის შესახებ Washington Post იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მანაფორტსა და იანუკოვიჩის პარტიას შორის არსებულ კავშირზე ინფორმაცია იმ დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი, რომელიც ანონიმურმა პირმა შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროში წარადგინა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2011 წელს მანაფორტი საერთაშორისო აგენტად დარეგისტრირდა. შეერთებული შტატების კანონმდებლობით, როცა ამერიკის მოქალაქე სხვა ქვეყნის მთავრობას ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციას უწევს, ვალდებულია, საერთაშორისო აგენტად დარეგისტრირდეს. მედიის ცნობით, მანაფორტი - დონალდ ტრამპის მეორე მრჩეველია, რომელიც საერთაშორისო აგენტად დარეგისტრირდა. მანამდე მიმდინარე წლის მარტში პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა საკუთარი კომპანია საერთაშორისო აგენტად დაარეგისტრირა და თურქეთის ინტერესების დაცვაზე მუშოაბდა. მანაფორტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის აგვისტოში მიიღო, მას შემდეგ რაც New York Times-მა მასზე სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)