|
2015-04-21 12:01:06, 672 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობენ
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების განხორციელება და სამომავლო თანამშროლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტმა, დიმიტრის ციცირაგოსმა (Dmitris Tsitsiragos) ქ. ვაშინგტონში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე. მხარეებმა ასევე საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, IFC-ის მიერ ქვეყანაში გამოშვებული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, შეხვედრისას, ხაზი გაესვა ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორში IFC-ის ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით IFC წარმატებით თანამშრომლობს ქართულ მხარესთან, ასევე გამოითქვა დაინტერესება გაიზარდოს IFC-ის მხარდაჭერა ეკონომიკის რეალურ სექტორში. როგორც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისათვის და კორპორაცია განიხილავს დამატებითი პროექტების მხარდაჭერის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებულ შტაბებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, კაილ პიტერსთან და ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით ლორა თაკთან. „შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია და აღნიშნული სტრატეგიული მიმართულების გაძლიერებისთვის გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს სრული მხარდაჭერა მომავალი თანამშრომლობის კუთხით და აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეფორმების და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)