|
2015-04-21 11:44:36, 670 ნახვა
საზოგადოება
აცერი და დაიცავი მომავალი თაობა! - აჭარაში ევროპის იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს
საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება – იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდით და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე სპეციალური ფოკუსირებით. იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს გარდაიცვალა 5 წლამდე ასაკის 6,3 მლნ ბავშვი, დაახლოებით 17 000 – ყოველ დღე. ამასთან, შემთხვევათა ნახევარზე მეტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ხელმისაწვდომი პრევენციული მეთოდებით. 2000-2013 წლების პერიოდში მსოფლიოში ვაქცინაციის შედეგად წითელათი გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა 75 %-ით, 544 200-დან 145 700-მდე. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: პრეს-კონფერენციები, საუბრები მრგვალ მაგიდასთან, სემინარები, გამოფენები და სხვა. კვირეულს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც უერთდება სხვადასხვა ღონისძიებებით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 აპრილს, უკვე განხორციელდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან; 21 აპრილს შედგება შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტში; 22 აპრილს – ქედის მუნიციპალიტეტიში; 23 აპრილს – ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ასევე კვირეულის ფარგლებში იგეგმება შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების წითელა,წითურა,ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს! აცერი და დაიცავი მომავალი თაობა!
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)