2017-06-28 10:58:18, 2261 ნახვა
სამართალი
რუსთავში ავარიის შედეგად დაშავებული ქალბატონი გარდაიცვალა
რუსთავში ავარიის შედეგად დაშავებული ქალბატონი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
ქვეითად მოსიარულე ბებიასა და შვილიშვილს მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა. შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან