|
2017-06-28 10:50:35, 670 ნახვა
რეგიონი
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარია დამუშავებული
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი უკვე დაამუშავეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, ქიმიური წამლობა მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება და ვადები ზედმიწევნით არის დაცული. „წამლობის თარიღი და მავნებლის გავრცელების არეალი ფართომასშტაბიანი მონიტორინგის შედეგად განისაზღვრა. ქიმიური წამლობის ვადა მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით დაიგეგმა. მიუხედავად უხვი ნალექებისა, სამუშაოები აქტიურად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მობილიზებულნი არიან, რათა ღონისძიებები ეფექტიანად ჩატარდეს და მავნებლის მიერ გამოწვეული ზარალის ოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ. ქიმიური წამლობა ტარდება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატით, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში. მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში დაახლოებით 48 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. შესაწამლი ღონისძიებების არეალი იმ მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტისა (REAP) მხარდაჭერით ჩაატარა. მონიტორინგის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. ფერმერებისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
(NS)
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)