00:12 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 11:26:03, 430 ნახვა

პოლიტიკა
ფხალაძე: ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით ჩამოდის

„ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოდის“, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში  თენგიზ ფხალაძემ  დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში უკრაინის  პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე შეხვედრისას  დაპატიჟა.

ფხალაძის განცხადებით, ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისთვის  მზადება დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ის არ გადადებულა.

„ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობდა დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში. დაპატიჟება პრეზიდენტისგან გაჟღერდა პრეზიდენტ პოროშენკოს ინაუგურაციაზე, სადაც საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს . იმის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა მზადება ამ ვიზიტისათვის“,-განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება ბელორუსის პრეზიდენტის  ვიზიტის მნიშვნელობას,  ფხალაძის თქმით, ეს არის ბელორუსის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში და მას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში  მნიშველოვანი დატვირთვა აქვს.

„მაღალი დონის მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩამოდის,  რაც მიუთითებს  დიდ ინტერესზე საქართველოს მიმართ და იმ დიდ რესურსზე, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთერთობაში არსებობს.  პოლიტიკური თემებიდან ხაზს გავუსვამდი იმ თემის მნიშვნელობას, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, მხარდაჭერის პოლიტიკა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა. რაც შეეხება ეკონომიკური, სავაჭრო  ტურიზმის მიმართულებებს, ამ სფეროებში არაერთი შეთანხმება იქნება გაფორმებული.  საბოლოო ჯამში, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის  გაღრმავებას ხელს შეუწყობს“,-აღნიშნა თენგიზ ფხალაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics