23:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 18:29:55, 742 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს ჩხუტუნეთის სკოლა განახლებული შენობით შეხვდება. შენობა სრულად რემონტდება. იცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები და იატაკი. პროექტი ითვალისწინებს ასევე ელქტროტექნიკურ, წყალ-კანალიზაციის, სუსტი დენების, სახანძრო სიგნალიზაციის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოებს. მოეწყობა ღია ხელოვნურსაფარიანი მოედანიც. ამ დროისათვის დასრულებულია სახურავი, გაყვანილობები, აშენებულია საქვაბის შენობა, სრულდება ფასადის და შიდა სამღებრო სამუშაოები.

ქვეპროგრამის - ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება" ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს უნივერსალს" შორის 2017 წლის 29 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთის სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. ხელშეკრულების ღირებულება 349 335 ლარია.

მთავრობის თავმჯდომარე სკოლის შენობასთან შეკრებილ მაჭახლის ხეობის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics