|
2017-06-27 17:59:20, 2921 ნახვა
მსოფლიო
უკრაინასა და რუსეთში მასობრივი ჰაკერული შეტევა განხორციელდა
უკრაინულ და რუსულ კომპანიებზე, ბანკებზე, აეროპორტებსა და მინისტრთა კაბინეტზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჰაკერებმა ვირუსი "Petya" გამოიყენეს, რის საშუალებითაც საბანკო სექტორის პარალიზება მოახდინეს. ამასთან, უკრაინის რამდენიმე მინისტრი სოციალურ ქსელშ წერს, რომ მათი კომპიუტერები მოულოდნელად გაითიშა, შემდეგ კი ეკრანზე უცნაური წარწერები გაჩნდა. გარდა ამისა, BBC-ის ცნობით, ჰაკერების სამიზნეში ბორისპოლის აეროპორტიც მოხვდა. აეროპორტის საინფორმაციო სისტემა პარალიზებულია. არ მუშაობს ვებგვერდი, გათიშულია საინფორმაციო დაფა. პარალიზებულია რამდენიმე მედია საშუალების ვებ-გვერდებიც, მათ შორის 24-ე არხის, "კორესპონდენტის", რადიო "ლუკსის" და რადიო "მაქსიმუმის" ვებგვერდები. როგორც ბედია წერს, ვირუსი Petya ბლოკავს კომპიუტერულ სისტემას და ბლოკის მოხსნისთვის შემდგომ კონკრეტულ თანხას ითხოვს. კომპანია Group-IB-ის მონაცემებით, რუსეთსა და უკრაინაში საერთო ჯამში 80 კომპანიაზე მეტი დაზარალდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)