06:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 14:19:49, 2260 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ოხანაშვილი: ნიკა მელია სამსახურის გარეშე დარჩება, რადგან მას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს. 

რაც შეეხება "ენმ"-ის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მას "ქართული ოცნების" კანდიდატის კონკურენტად ვერ აღიქვამს

"უჩვეულოა, როცა ჟურნალისტიკიდან პირდაპირ პოლიტიკურ ასპარეზზე ინაცვლებენ, თუმცა საქართველოში ასეთი შემთხვევები ყოფილა და ეს უჩვეულო არ არის, მაგრამ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე მყოფი ადამიანი პოლიტიკურ კამპანიაში რომ ერთვება, ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის საინტერესოა. ყველა ჟურნალისტმა კარგად იცოდა და ყველა კარგად ვხვდებოდით, რომ სამწუხაროდ, "რუსთავი 2"-ის ბევრი ჟურნალისტი პოლიტიკურ ცხოვრებაში იჭრებოდა როგორც მხარე, და არა როგორც ჟურნალისტები. რაც შეეხება მელიას, ფაქტია, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მელიას თავი არ დაუმახსოვრებია, როგორც კანონმდებელს. თუ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ის სამსახურის გარეშე დარჩება, რადგან მას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა. გარდა ამისა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იყრის კენჭს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics