20:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 13:34:43, 2227 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მანიფესტი განხორციელდა

25 მაისს, „ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით „თბილისი დარბის გმირებისთვის"  - ამ სახელწოდებით გაიმართა 5 კილომეტრიანი გარბენი ლისის ტბაზე. გარბენში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება, რომელიც საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემასა და მათი სახელების უკვდავყოფას ისახავდა მიზნად.

საქველმოქმედო გარბენით შეგროვებული თანხით დაგეგმილია წინასწარ შერჩეული რეკრეაციული პარკის რეკონსტრუქცია. პარკში დაიდგმება გმირების მონუმენტები, რომლებიც აღწერენ მათ ისტორიას. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, გაისეირნოს და შეიტყოს მეტი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ ვესტ პოინტის საზოგადოება საქართველო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ვესტ პოინტის კურსდამთავრებული, ქართველი კადეტების მიერ დაარსდა და მიზნად ისახავს სოციალური აქტივობის გზით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ქართულ საზოგადოებაში.

ღონისძიების ორგანიზებაში ასევე ჩართულები იყვნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, თბილისის მერია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, თავდაცვის სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

,,მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ გარბენის ორგანიზებაში, რომელიც მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს დედაქალაქის ტრადიციულ ღონისძებად, რომლის მეშვეობითაც მიღებული თანხებით ყოველწლიურად მოხდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნისათვის თავდადებული პირების სოციალური აქტივობის გზით დაფასება. ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელთანაც ლიბერთი ბანკი თანამშრომლობს, საერთო მიზანი გვაერთიანებს - „შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ", -  განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics