20:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 13:29:53, 2180 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: მთავრობისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა სამუშაო შეხვედრაზე „მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გზები და მათი საქმიანობის ხელშეწყობა“ მისასალმებელი მოხსენებით წარდგა.

შეხვედრა „თბილისი მარიოტში“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის (CAREC Institute), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის (ADBI) თანამშრომლობით მიმდინარეობს.

„საქართველოს მთავრობისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ფინანსებზე მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა შორის არიან  საქართველოს, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, თურქმენეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ეროვნული ბანკებების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სსიპ-ებისა და კერძო სექტორების წარმომადგენლები და ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

სამუშაო შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ დაფინანსების წყაროების მოძიებასა და განსაზღვრას. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს: სიღარიბის დაძლევა, ინკლუზიური ზრდა და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მხარდაჭერა.  სამუშაო შეხვედრის შედეგად გაიზრდება ცოდნა მცირე და საშუალო საწარმოების მიერ დაფინანსების მოძიების სხვადასხვა წყაროსა და შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრას ესწრება 50 მონაწილე. ღონისძიება 27 ივნისს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics