06:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 11:51:54, 2122 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: თუ პროკურორი ამტკიცებს, რომ ბარგი დაილუქა და არაფერი ჩაუდიათ, რატომ არ წარმოადგენენ ვიდეომასალას

„თუ  პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამტკიცებს, რომ ბრალდებულის ბარგი აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლების თვალწინ იყო ამოღებული, დალუქული და არაფერი ჩაუდიათ, რატომ არ წარმოადგინეს ის, რისი წარმოდგენაც ჩიკაგოს კონვენციის თანახმად ევალებათ“, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბარგის ამოღების და მისი დალუქვის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა თავად მოითხოვა, თუმცა არ აწვდიან.

„თუ ჯარჯი წიკლაური ადასტურებს, რომ ბარგი დაილუქა, პასუხის  გაცემა მოუწევთ აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებს, თუ რა ფორმით მოხდა ეს. ჩვენ კითხვები გვაქვს. თვალთვალის ვიდეოგადაღებები არსებობს ხომ ? ჩვენ მოვითხოვეთ, თუმცა ხელის შეშლის ფაქტორი იყო“,-აღნიშნა რამიშვილმა. 

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის მიმდინარე სასამართლო პროცესზე აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაიკითხებიან.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის მტკიცებით, ისინი დაადასტურებენ, რომ ბარგი იყო მათ თვალწინ   და მათი მონაწილეობით ამოღებული და  დალუქული და ციანიდის ჩადებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებები გამოირიცხება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics