06:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 09:42:54, 2121 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება.  სხდომა  ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. 

საერთო ჯამში პროკურატურა  საქმეზე 120-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავს. უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. პროკურორების ინფორმაციით, მან  მამა გიორგი მამალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაადასტურა და ცალსახად თქვა, რომ ის გეგმავდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. დაცვის მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ირაკლი მამალაძემ დეკანოზისსთვის წარდგენილი ბრალი არ დაადასტურა და სასამართლოს არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა.

თავად ირაკლი მამალაძეს მედიასთა კომენტარი არ გაუკეთებია. ის ისევე როგორც საიდუმლო შესასვლელის მეშვეობით აღმოჩნდა სასამართლო პროცესზე, ასევე სხდომათა დარბაზი სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.

სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics