|
2017-06-25 17:19:33, 676 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა
მეზღვაურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და სხვა ოფიციალური პირები შეუერთდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის წარმოამდგენლებმა მე-10 ნავმისადგომზე შეკრებილ მოქმედ თუ ვეტერან მეზღვაურებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს. ,,მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ყველა მეზღვაურს. მეზღვაურებთან ერთად ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საზღვაო სფეროს განვითარებას ემსახურება. მეზღვაურობა მთელს მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა. იგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ამავდროულად რთული საქმიანობაა. მეზღვაურის პროფესია მოითხოვს გამძლეობას, სიმამაცეს, სიმტკიცეს და დიდ ნებისყოფას. მიხარია, რომ ქართველ მეზღვაურთა უმრავლესობა სწორედ აჭარის მკვიდრია. მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები კი ბათუმისთვის დამახასიათებელი კოლორიტია"-აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ. მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ზღვაზე ჩადენილი სიმამაცისთვის 9 ქართველ მეზღვაურს მამა ილია კარტოზიას ჯილდო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს. გარდაცვლილი მეზღვაურების საპატივსაცემად კი ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს. დღეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ მეზღვაურებს, რომელთაც მსოფლიოში წარმოებული ტვირთის 90% ზღვით გადააქვთ. აღსანიშნავია, რომ მეზღვაურები პირდაპირ არიან ჩართულნი პროცესში, რომელიც არა მხოლოდ სანაოსნო ბიზნესს ამოძრავებს, არამედ გარანტიაა, რომ მსოფლიო ეკონომიკა განაგრძობს ზრდას და განვითარებას. საქართველო, როგორც მსოფლიო ეკონომიკისათვის მეზღვაურთა სამუშაო ძალის მიმწოდებელი ქვეყანა, 10,000-მდე მეზღვაურის სამშობლოა, რომლებიც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა სახელმწიფოების დროშით მცურავ ასობით გემზეა არიან დასაქმებულნი. მათ უდიდესი როლი შეაქვთ როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში. (NS)
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)