|
2015-04-20 17:09:34, 636 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყბა ლიბიაში ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელების გამო, შეშფოთებას გამოხატავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას 2015 წლის 19 აპრილს ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც სავარაუდოდ ასახავენ ლიბიაში ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობას და მიზნად ისახავენ შიშისა და ტერორის დანერგვას, ისევე როგორც რელიგიური შუღლის გაღვივებას. "საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის ჩადენილს ეთნიკური და რელიგიური მოტივით. მივიჩნევთ, რომ ზემოაღნიშნული ტერორისტული აქტი და „ISIL”-ის სხვა ქმედებები წარმოადგენს უდიდეს დანაშაულს მთელი კაცობრიობის წინაშე. ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული საფრთხის ზრდის გამო და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მეტად გააქტიურებს ძალისხმევას არსებული გამოწვევების დასაძლევად. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია დაჩქარდეს ლიბიის სახელმწიფოში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრა, რათა ლიბიამ შეძლოს კონცენტრირება ტერორიზმის საფრთხეზე და მოახდინოს მის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების განეიტრალება.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)