|
2017-06-24 13:25:55, 2283 ნახვა
კომენტარი
თამარ ალანია: დღევანდელი უმაღლესი საბჭოს პირობებში, გავლენებზე საუბარი გადაჭარბებულია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თამარ ალანიას შეფასებით, დღევანდელი საბჭოს პირობებში გავლენებზე საუბარი გადაჭარბებულია. ალანიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოში კონსენსუსი შედგა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდა. "გავლენებზე საუბარი დღევანდელი საბჭოს პირობებში არის გადაჭარბებული, ზედმეტი და ყურით მოთრეული. იმიტომ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც მაამებელი იქნებოდა, რომელიმე ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მიმართ, იქნებოდა ეს წარსული თუ ახლანდელი, არ ყოფილა. სტრატეგია შემუშავდა და სტრატეგიის შემუშავება მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. გაზიარებულ იქნა მათი უმნიშვნელოვანესი და მეტი წილი წინადადებებისა. მნიშვნელოვანია, რომ ასევე შემუშავდა სამოქმედო გეგმა ამ სტრატეგიისათვის და კონსენსუსი შედგა", - აღნიშნა ალანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)