|
2017-06-24 13:02:32, 2632 ნახვა
სამართალი კომენტარი
მიხეილ ჩინჩალაძე: სასამართლო დღეს გავლენებისგან იმდენად თავისუფალია, როგორც არასდროს
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს. ჩინჩალაძის განმარტებით, საბჭოში დაგეგმილი ცვლილებები სასამართლო სისტემაში არსებულ დამოუკიდებლობას უფრო წინ წაწევს. "ყოველი იუსტიციის საბჭოს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იცვლება, აქვს თავისი გამოწვევები. ვფიქრობ, რომ კიდევ უნდა განახლდეს საბჭო, ახალი სახეები უნდა შემოვიდნენ და შესაბამისად, ძალიან პოზიტიური მოლოდინი მაქვს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო წინ წაწევს დამოუკიდებლობას ახალ საბჭოში. სასამართლო დღეს გავლენებისგან არის იმდენად თავისუფალი, როგორც არასდროს არ ყოფილა", - აღნიშნა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი, საბჭოს მდივანი და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრები უნდა აირჩიონ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)