|
2018-06-05 16:37:02, 2559 ნახვა
ეკონომიკა
PSP-ს ახალი აფთიაქი თბილისში, შარტავას ქუჩაზე გაიხსნა
5 ივნისს თბილისში, ჟ. შარტავას N35/37-ში PSP-ს ახალი აფთიაქი გაიხსნა. მხოლოდ 2018 წელს PSP-მ 27 ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გახსნა საქართველოს მასშტაბით. მათ შორის 10 რულიად ახალი აფთიაქია, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბოლნისში. ახალი, ბრიტანული კონცეფციის მიხედვით რებრენდინგი ჩაუტარდა 17 აფთიაქს, მათ შორის ლანჩხუთში, სამტრედიაში, თერჯოლაში, საგარეჯოსა და ახალციხეში. პსპ-ს ახალი კონცეფციის „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი ჯანმრთელობის სააფთიაქო ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. „PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია, ამასთან ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ყველა მედიკამენტზე სპეციალური ფასდაკლებაა; PSP-ს ბარათის მფლობელები კიდევ დამატებით ფასდაკლებას იღებენ ყველა შენაძენზე, მათ შორის მითითებულ ფასდაკლების დღეებში და ყოველ 10 ლარიან შენაძენზე გათამაშების ერთ ბილეთს იღებენ. წელს პსპ-ს გათამაშება იუბილარია, 10 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტი პრიზები თამაშდება: გარემონტებული ბინა საბურთალოზე, 25000 ლარი და 10 წლის განმავლობაში ყოველ თვე 1000 ლარიანი ხელფასი, რაც ნიშნავს რომ პსპ-ს იღბლიანი გამარჯვებული რომლის ბილეთიც ამ პრიზის გათამაშებისას ლოტოტრონიდაქნ ამოვა, 2028 წლამდე ყოველ თვეს 1000 ლარიან ხელფასს მიიღებს კომპანია პსპ-სგან. ბავშვის საფენებზე, კვებასა თუ ჰიგიენის პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, ჩვენ მომხმარებელს ყოველ თვეში განსხვავებული სასარგებლო აქციებსა და ფასდაკლებას ვთავაზობთ. ფრანგული კოსმტიკის მოყვარულ ქალბატონებს ყოველი თვის 1-7 რიცხვებში ფრანგული დღეების აქციის ფარგლებში ფრანგული პრემიუმ კოსმეტიკის შეძენა 30%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ. ჩვენ მომხამრებელს მუდმივად სასარგებლო და საინტერესო შეთავაზებებს, განსაკუთრებულად დაბალ ფასებს, უპრეცედენტო ფასდაკლებებსა და საჩუქრებს ვთავაზობთ,“ - აცხადებენ PSP-ში. ქსელის გაფართოების და რებრენდინგის პროცესი გრძელდება. იგეგმება წლის ბოლოსთვის ყველა არსებული აფთიაქის რებრენდინგის პროცესის დასრულება. სულ მალე ახმეტაში PSP-ს პირველი აფთიაქი გაიხსნება.
(R)
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)