10:40 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 15:51:04, 547 ნახვა

ეკონომიკა
Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურობამდე შეცვალა

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურობამდე შეცვალა და საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში BB-ის დონეზე დაადასტურა. 

საკითხის კომენტირებისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება გარე შოკებს უკავშირდება.
"Fitch-მა რეიტინგი არ შეგვიცვალა. შეგვიცვალა მხოლოდ პერსპექტივა და მის ანგარიშში ცალსახად არის ის მიზეზები, რის გამოც ეს მოხდა. ეს არის გარე შოკები. საუბარია რუსეთის ფაქტორზე, ჩვენი მეზობლების ეკონომიკის შემცირებაზე და ასევე ნავთობის ფასის შემცირებაზე", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 
"პროგნოზის "სტაბილურობამდე" დაწევა განპირობებულია იმით, რომ საქართველომ რამდენიმე საგარეო შოკი გადაიტანა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ვარდნას უკავშირდება, რაც თავის მხრივ ნავთობზე ფასის ვარდნითა და სანქციებით არის გამოწვეული. ყოველივე ამან დსთ-ს ქვეყნებში და სავაჭრო პარტნიორებში ეროვნული ვალუტების დევალვაცია გამოიწვია", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 
Fitch-ის შეფასებით, შექმნილი ვითარება ნეგატიურად აისახა საქართველოს საგარეო ვაჭრობასა და ფულად გადარიცხვებზე - მკვეთრად დაეცა ექსპორტი, ფულადი გადარიცხვები კი თითქმის 25%-ით შემცირდა. 
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ქართული ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 30%-ით დაეცა.
სააგენტოს ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის მთავარ სისუსტედ რჩება საგარეო სექტორი. Fitch-ი პროგნოზირებს, რომ 2015 წელს საქართველოში ექსპორტი 20%-ით შემცირდება. მიუხედავად იმპორტის მოცულობის შემცირებისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ 14%-მდე გაიზრდება მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო, 
Fitch-ი საგარეო ვალის მშპ-ს 80 პროცენტამდე გაზრდასაც პროგნოზირებს, 2014 წლის 58 პროცენტის ნაცვლად.
ამასთან ერთად, Fitch-ი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ბაზრებზე ხელმისაწვდომობამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მიმზიდველობის გაზრდას ინვესტორებისთვის. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ძირითადი ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს რეიტინგების შემცირება, სავალუტო რეზერვებსა და სავალუტო კურსზე ზეწოლა, ასევე საგარეო და რეგიონალური პოლიტიკური კლიმატის გაუარესებაა. 
"ძირითადი ფაქტორები კი, რომელსაც შეუძლიათ ქვეყნის რეიტინგის ზრდა გამოიწვიოს - მშპ-ს ზრდის აღდგენა, საგარეო ვალის სტაბილიზაცია და დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებაა", - ნათქვამია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics