|
2017-06-23 17:53:43, 2397 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ეროვნული უშიშროების საბჭო კონსტიტუციის ერთ-ერთი სიმახინჯეა, რომელიც სწორდება
„ეროვნული უშიშროების საბჭო ის ორგანოა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ფუნქციებს, ეს არის კონსტიტუციის სიმახინჯე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოების სისტემაზე. „ეს არის ის ორგანო, რომელიც აბსოლუტურად არის მოკლებული ფუნქციებს, ეს არის კონსტიტუციის სიმახინჯე და ესეც არის ერთ-ერთი სიმახინჯე კონსტიტუციის, რომელიც სწორდება. ესენი არიან ე.წ. თავდაცვის თემი, რაღაც ტერმინებს იგონებენ. ადამიანები კითხვებს ვერ სვამდნენ კომიტეტის სხდომაზე და ეწოდებათ მათ, სამწუხაროდ, თავდაცვის ექსპერტები. ჩვენი ამოცანაა კონსტიტუციის მოწესრიგება. ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი პროგრამული პასუხისმგებლობა, ეს დაპირება ჩვენ მივეცით ამომრჩეველს 2016 წლის არჩევნების წინ რომ დაიხვეწებოდა, ქვეყნის ძირითადი კანონი და ეს დაპირება დღეს სრულდება როგორი ხელშემშლელი ფაქტორებიც არ უნდა იყოს, ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის ამაში, ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული“,-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)