06:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 17:52:04, 2264 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენთან არიან „იარლიყმიკერებული“ ექსპერტები, რომლებსაც ანალიზი და ტექსტის წაკითხვა არ შეუძლიათ

„საქართველოში  კარგი ექსპერტები არიან, რომლებიც სამწუხაროდ არ ჩანან და არიან იარლიყმიკერებული ექსპერტები, რომელთაც არამხოლოდ ანალიზი, წაკითხვაც კი არ შეუძლიათ კონკრეტული ტექსტების“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერი  ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიურ მთავრობაში მინისტრების  რაოდენობის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით ექსპერტების  შეფასებას.

„სად წაიკითხეს მათ, რომ იზრდება სამინისტროების რაოდენობა. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვიღაცები ვერ აანალიზებენ რაღაცებს - ვერ კითხულობენ. ეს არის პრობლემა ჩვენთან ე.წ. ექსპერტულ წრეებში. ეს არის პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს ე.წ. ექსპერტულ საზოგადოებას. არიან ექსპერტები, რომლებიც არ ჩანან, ესენი არიან ნამდვილი ექსპერტები და არიან „იარლიყმიკერებული“ ექსპერტები, რომლებსაც არა მარტო ანალიზი არ შეუძლიათ, წაკითხვაც კი არ შეუძლიათ კონკრეტული ტექსტების. ეს სამწუხარო რეალობაა“, - აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics