|
2017-06-23 16:44:05, 2832 ნახვა
მსოფლიო
არაბული ქვეყნები ყატარს მოთხოვნებს უყენებენ - ერთი-ერთი ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ დახურვაა
ოთხმა ქვეყანამ, რომლებმაც ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, ოფიციალურ დოჰას მოთხოვნების სია გაუგზავნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეგვიპტემ, საუდით არაბეთმა, გაერთიანებულმა საემიროებმა და ბაჰრეინმა, ყატარისგან ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" დახურვა მოითხოვეს. ამასთან, ჩამოთვლილი ქვეყნები აცხადებენ, რომ თუ ყატარი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ისინი დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ. საბუთში დაკონკრეტებულია, რომ ტელეკომპანიის ყველა ფილიალი უნდა დაიხუროს. როგორც მედია წერს, საუდის არაბეთი და ეგვიპტე ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" არაერთხელ ადანაშაულებდა ისლამისტურ პროპაგანდასა და განსხვავებული აზრის ხელშეწყობაში. გარდა ამისა, მოთხოვნების თანახმად, ყატარმა უნდა დახუროს თურქული სამხედრო ბაზა და ირანთან ურთიერთობა შეკვეცოს - ეს ყველაფერი კი, 10 დღეში უნდა შესრულდეს. ცნობისთვის, სპარსეთის ყურეში არსებულ ქვეყნებში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო რაც 10-ზე მეტმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. ისინი ყატარს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ. აღნიშნულ ბრალდებებს ოფიციალური დოჰა უარყოფს. ამასთან, ყატარს აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიჰ მოჰამედ აბდელ რაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ სანამ სანქციები არ მოიხსნება, ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)