|
2017-06-23 16:14:38, 3112 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ცნობილია
ლონდონის პოლიციამ Grenfell Tower-ის ხანძრის საქმეს მასობრივი მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძრის საბოლოო მიზეზად სამართალდამცველებმა ძველი მაცივრის გაუმართავი სისტემა დაასახელეს. სამარტალდამცველების თქმით, მაცივარი მე-4 სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი მთელ საცხოვრებელ კორპუსს მოედო. ასევე ცნობილია, რომ შენობაში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, ლონდონში Grenfell Tower-ის ტიპის 600-მდე შენობაში მონიტორინგი მიმდინარეობს. მსგავსი ტრაგედიის პრენეციის მიზნით, სამართალდამცველები ხანძრის საწინააღმდეგო სისტემებს ამოწმებენ. ხანძრის შემდეგ კენსიგტონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა. შეგახსენებთ, რომ კენსიგტონში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს. კენსინგტონში მდებარე Grenfell Tower, სადაც 127 ბინა იყო განლაგებული, 1974 წელს აშენდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)