|
2015-04-20 15:05:31, 621 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო დიპლომატიური ბარათების შექმნის სისტემაზე მუშაობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სერვისების განვითარების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უზრუნველყოფს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა აკრედიტაციისა და მონაცემთა დაცვის ელექტრონული პროგრამის შემუშავებას. დოკუმენტს ხელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან გურგენიძემ და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატთა აკრედიტაციის ერთიან ელექტრონულ სისტემას პირველად ამკვიდრებს და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც დიპლომატთა აკრედიტაციის მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური პროგრამა იმოქმედებს. პროექტი ითვალისწინებს დიპლომატებისთვის სააკრედიტაციო ბარათების მოდელის დამზადებას, მათი გაცემის ინსტრუმენტის შექმნასა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირებას. პროექტის ფარგლებში მოხდება გაყალბებისგან დაცული, ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებადი დიპლომატების ბარათების შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მათთვის კანონით დადგენილი სხვადასხვა სახის შეღავათების გამოყენება. „აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და შესაბამისი დოკუმენტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში. აქედან გამომდინარე, გადაწყდა ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდეს და დაინერგოს დიპლომატიური ბარათების დამზადება–გაცემის სისტემა. პროექტის განხორციელების შემდგომ, მოხდება გაყალბებისგან დაცული დიპლომატების ბარათების შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მთელი რიგი შეღავათების გამოყენება სავაჭრო ობიექტებში, საგადასახადო კუთხით და ა.შ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება, მაგალითად შეიძლება დავასახელოთ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის განხორციელებული პროექტი, რომლის საფუძველზეც მეზღვაურებზე სრულიად ახლებური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებული პასპორტები და სერთიფიკატები გაიცემა“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)